Data Loading...

გზამკვლევი კულტურული ძეგლები Flipbook PDF

გზამკვლევში გაეცნობით ზესტაფონის მუნიციპალიტეტში არსებულ კულტურულ ძეგლებს.


123 Views
71 Downloads
FLIP PDF 620.96KB

DOWNLOAD FLIP

REPORT DMCA

ჩვენ მიერ მომზადებული გზამკვლევი დაგეხმარებათ ინფორმაცია მიიღოთ ზესტაფონის მუნიზიპალიტეტში არსებულ კულტურული ძეგლების შესახებ.

სარჩევი 1. შორაპნის ციხე ----------------------------------- 1 2. კონწოლია ------------------------------------2 3. ტაბაკინის მონასტერი ---------------------------3 4. თამარის ხიდი ------------------------------------4

შორაპნის ციხე, ანტიკური და შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე, დასავლეთ საქართველოში, ყვირილისა და ძირულის შესართავთან, დაბა შორაპანში მდებარეობს. სახელიც მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან მომდინარეობს. ეს ციხესიმაგრე აგებულია მესამე საუკუნეში ფარნავაზ პირველის მიერ, ლაზების დახმარებით. ბრძოლის დროს შორაპნის ციხე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო. ამიტომ იგი უამრავი ბრძოლის მომსწრეა მრავალი საუკუნის განმავლობაში. ციხე-ქალაქის ფართობი 6000კვ. მეტრს აღემატება. ზღვის დონიდან 100 მეტრის სიმაღლეზე, ციცაბო კლდეზეა აგებული. ის იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი დამაკავშირებელი რგოლი. შორაპანში მთავრდებოდა სანაოსნო გზა და სახმელეთო იწყებოდა. იგი ვაჭრებსა და მგზავრებს უზრუნველყოფდა ქარვასლა-ფუნდრუკებით, სურსათით, გადასაზიდი სახმელეთო ტრანსპორტით, სამჭედლო სახელოსნოებით, ბაზრით და სხვა. ციხის ნაშთებში აშკარად შეიმჩნევა ორი ქრონოლოგიური ფენა - ადრე და გვიანი ფეოდალური ხანა. სიმაგრე მოიცავს სხვადასხვა პერიოდის ნაგებობებს. ციხეს ორი კარი ჰქონია - ჩრდილო-ამოსავლეთითა და დასავლეთით, სადაც ამჟამად ძველი თაღოვანი ციხის ბურჯია შემორჩენილი. წარსულში ციხე-ქალაქის მთელი ტერიტორია გალავნით ყოფილა შემოზღუდული, რასაც აქ გამოვლენილი ალიზის კედლის ფრაგმენტები და აგურის ნატეხები მოწმობს.

წმინდა გიორგის სახელობის მართმადიდებლური ეკლესია სოფელ ზედა საქარაში, თავაძეების უბანში მდებარეობს. ეკლესიიდან 150 მეტრის დაშორებით მდებარეობს მიწისქვეშა ციხე-სიმაგრე ე.წ ,,უდაბნო“. ციხე-სიმაგრიდან 150 მეტრში იწყება გვირაბი, რომელიც ჩადის ე.წ ურიების ღელეზე. ეკლესიის სახელი მომდინარეობს წმინდა მეგრულზანურიდან. გულბანდიანის კონწოლია აშენებულია მეეცხრემეათე საუკუნეებში. ეკლესია ბერძნების მიერ ყოფილა აშენებული.ეკლესია გიმბათიანუ ჯვრის ტიპისაა, აშენებულია თლილი ქვითა და კირით. გუმბათი შეიგნისნ მრგვალია, გარედან-წახნაგოვანი, აქვს რვა სარკმელი. გუმბათი შიგნით ზეთოვანი საღებავითაა შეღებილი, რომელიც შემდგომ დაუზიანებიათ და გაუძარცვავთ. ეკლისიის ჩრდილოეთის მხარეზე არის ხუცურად შესრულებული წარწერა, ხოლო კარის ზემოთ მდებარე ქვაზე ამოკვეთილია ხელი, რაც შემდგომ პერიოდში უნდა იყოს მოხატული. ეკლესიას რესტავრაცია 1951 და 2005 წლებში ჩაუტარდა.

ზედა საქარაში ასევე დგას მეერვე საუკუნის მაცხოვრის სახელობის ეკლესია, მეთერთმეტე საუკუნის წმინდა გიორგის, მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკენეების მაცხოვრის სახელობის და მეცხრამეტე საუკუნის ჯვარცმის ეკლესიები.

ტაბაკინის წმინდა გიორგის მონასტერი, ეს არქიტექტურული ძეგლი იმერეთის მხარის,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინში მდებარეობს. მასთან ახლოს შეგიძლიათ ნახოთ თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძარი, ხის სენაკები, სატრაპეზო და სხვა დამხმარე ნაგებობები, ასევე სამრეკლო და 1992 წელს დაარსებული კავკასიური ნაგაზის ძაღლსაშენი “ტაბაკინი”. ტაბაკინის მონასტრის სახელი გეოგრაფიული მდებარეობიდან მომდინარეობს.მონასტერი აგებულია VIIVIII საუკუნეებში. ერთ დროს აქ სამოცდაათი ბერი აღავლენდა წირვა-ლოცვას.

სამონასტრო კომპლექსში შედის VII-VIII საუკუნეების ორნავიანი ტაძარი კრიპტითა და მინაშენით, რომელსაც XI საუკუნის, შემდგომ კი XVIსაუკუნის აღდგენის კვალი ემჩნევა. XVI საუკუნის 20-იან წლებში დანგრეული მონასტერი განაახლა და ტაძარი მოახატვინა ქუთათელმა ეპისკოპოსმა გერასიმე ჩხეტიძემ. ეკლესიაში შემონახულია ქტიტორისიმერეთის მეფე, ბაგრატ მესამის გამოსახულება.

სოფელ ზოვრეთის მახლობლად, ჭალატყეში, შემორჩენილია ე.წ. "თამარის ხიდი". ადგილობრივი მოსახლეობა მას "ქვითკირის ხიდსაც" უწოდებს. ლეგენდის თანახმად, ამ ადგილას თამარ მეფეს თავისი ამალით გაუვლია. მდინარეზე გადასასვლელი ხიდი არ ყოფილა და მეფეს მისი აშენება უბრძანებია. გადმოცემით, მშენებლობისას მხოლოდ კვერცხის ცილა, ქვა და კირი გამოიყენეს. ასევე არსებობს ლეგენდა, რომ აქ ქალაქი ბალიასტომი იყო გაშენებული, რომელიც თამარ მეფის ხიდიდან იწყებოდა და ზედა საზანოში მთავრდებოდა. ხიდი 40მ სიგრძის სიმაღლიან ნაგებობას წარმოადგენს. ის ნაგებია ნაწილობრივ დამუშავებული სხვადასხვა ჯიშის ქვითკირით. ხიდი კუზიანია, სავალი ნაწილის ზედა ზღვარი ფაზალზე ტეხილ ხაზს ქმნის, რომელიც ცენტრიდან ნაპირისაკენ ეშვება. ხიდი მოქნილი ხაზებით სასიამოვნო მსუბუქი პროპორციებით ხასიათდება, რაც ესტეტიკურ მხატვრულ სახე ქმნის.

გზამკველვი დამზადებულია ზედა საქარის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეთა მიერ