Data Loading...
იაკობ გოგებაშვილი Flipbook PDF
იაკობ გოგებაშვილი
114 Views
26 Downloads
FLIP PDF 232.27KB
იაკობ გოგებაშვილი 1. იაკობ გოგრბაშვილის ისტორიის დასაწყისი 2. იაკობ გგოებაშვილის ძირითადი შემოქმედებები 3. როგორ დაიწერა დედა ენა
იაკობ გოგებაშვილი იაკობ გოგებაშვილი დაიბადა სოფელ ვარიანში (ახლანდელი გორის რაიონი). სწავლობდა გორის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში (1855-61). სწავლა განაგრძო კიევის სასულიერო აკადემიაში. აკადემიაში სწავლის დროს გაეცნო მსოფლიოს გამოჩენილ მოაზროვნეთა (ლოკის, რუსოს, ფოხტის, ჰუმბოლტდის, სპენსერის, შლოსერის, კომენსკის, პესტალოცის და სხვ.) თხზულებებს, რომლებმაც დიდი ცოდნა შესძინეს. სუსტი ჯანმრთელობის გამო აკადემიის სრული კურსი ვერ დაასრულა და 1862 წ. საქართველოში დაბრუნდა. 186375 წ.წ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, ილაშქრებდა მოსწავლეთა ფიზიკური დასჯისა და სემინარიის მკაცრი რეჟიმის წინააღმდეგ, მოითხოვდა ბავშვთა ინიციატივისა და თვითმოქმედების წახალისებას, რისთვისაც აუკრძალეს პედაგოგიური საქმიანობა და დაითხოვეს სამსახურიდან. ამის მიუხედავად უკან არ დაუხევია, მხარში ამოუდგა ი.ჭავჭავაძეს და აქტიურად ჩაება ეროვნულგანმათავისუფლებელ მოძრაობაში.
შემოქმედება 1865 წ. გამოვიდა ი. გოგებაშვილის „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“, შემდეგ - „ბუნების კარი“ (1868), „დარიგება მოსწავლეთათვის, თუ როგორ უნდა წაიყვანოს სწავლება წერა-კითხვისა ქართულ ანბანში“ (1872), „დედა ენა“ (1876), „რუსსკოე სლოვო“ (1887). 1880 წლიდან იბეჭდება მისი ბავშვთა საკითხავი წიგნები: „კოკორი“, „კუნწულა“, „ხომლი“, „აკიდო“, „მოსავლის მცველნი“. მის კალამს ეკუთვნის 130-ზე მეტი საბავშვო ორიგინალური და გადმოკეთებული მოთხრობა. მათ შორის „იავნანამ რა ჰქმნა?“, „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“, „თავდადებულნი ქართველნი“, „სხივი ჩვენი წარსულისა“. ი.გოგებაშვილის საბავშვო თხზულებების ძირითადი თემებია პატრიოტიზმი, ჰუმანიზმი, ბუნების მოვლენები.
როგორ დაიწერა “დედა ენა” არსებობს ლეგენდა. იაკობ გოგებაშვილს დიდხანს უფიქრია, როგორი უნდა ყოფილიყო წიგნი, რომლითაც ბავშვი ცოდნის სამყაროს ეზიარებოდა. ადრე გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მწერალი მდელოზე იჯდა და ფიქრს მისცემოდა, პატარა გოგონას ხმა გაუგონია, რომელიც მისკენ ყვავილით ხელში მირბოდა: – “აი ია, ძია იაკობ, აი იაო”, – იძახდა გოგონა.
“დიდი სიხარულით მივეცით პირველი ადგილი სიტყვას “ია” თავი სურათით. იმიტომ, რომ ანბანის სწავლის დაწყებისათვის მეტად მოხერხებული სიტყვაა და ბევრი ღირსება აქვს. პირველი ღირსება ის გახლავთ, რომ ეს სიტყვა შედგება ორის ხმოვნის ასოსაგან, რომელიც გამოსათქმელად ადვილნი არიან, დასაწერად არა ძნელნი და შემდეგი გაკვეთილებისათვისაც ფრიად საჭირონი, რადგანაც ამ ასოების შემწეობით ადვილად სდგება სიტყვები და ფრაზები და უამათოდ კი მათი შედგენა შეუძლებელი იქნებოდა, მეორე ღირსება ის არის, რომ მარტო ამ ორის ასოების შემწეობით ადვილად სდგება ორი სიტყვა და მათგან ფრაზა. ამის გამო ბავშვი პირველსავე გაკვეთილიდან სწავლობს არა მარტო ორ ასოსა, არამედ მაშინვე ჰკითხულობს სიტყვებს და ფრაზას, ამ ასოებისგან შემდგრას. ამის გამო ეს უძვირფასესი რამ არის ანბანის დაწყებისათვის. ბევრი ენა მოკლებულია ამ გვარს მოხერხებულ სიტყვას…”, – წერს გოგებაშვილი.
იაკობ გოგებაშვილმა “ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეებისთვის” 1865 წელს შეადგინა, 10 წლის შემდეგ კი წიგნს “დედა ენა” უწოდა და განკუთვნილია დაწყებითი სკოლებისთვის. წიგნი, რომელიც დღემდე ვერაფერმა ჩაანაცვლა, ავტორის სიცოცხლეში, 1912 წლამდე, 33-ჯერ გამოიცა. იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი გამოცემა სპეციალურ კომისიას მიანდეს. 1876-1925 წლებში “დედა ენა” 45-ჯერ გამოიცა.