ნუგზარ მეკოკიშვილი, Flipbook PDF

ნუგზარ მეკოკიშვილი,
Author:  n

71 downloads 130 Views 7MB Size

Recommend Stories


Porque. PDF Created with deskpdf PDF Writer - Trial ::
Porque tu hogar empieza desde adentro. www.avilainteriores.com PDF Created with deskPDF PDF Writer - Trial :: http://www.docudesk.com Avila Interi

EMPRESAS HEADHUNTERS CHILE PDF
Get Instant Access to eBook Empresas Headhunters Chile PDF at Our Huge Library EMPRESAS HEADHUNTERS CHILE PDF ==> Download: EMPRESAS HEADHUNTERS CHIL

Story Transcript

„მოგზაურობა ფერების სამყაროში“ გაგაცნობთ, პატარძეულელ, ცნობილ, ახალგაზრდა,ნიჭიერ ხატმწერფერმწერ,მხატვარ ნუგზარ მეკოკიშვილთს

ნუგზარ მეკოკიშვილი

მოგესალმებით,მე ვარ ნინო უსტიაშვილი VII კლასელი,გიორგი ლეონიძის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლე,მე და ჩემი კლასელები,ქეთევან გიუნაშვილი და ლიკა მეხაშიშვილი, ჩართულები ვართ ჩვენს სკოლაში მიმდინარე პროექტში. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში დაგვევალა ინტერვიუ მოგვემზადებინა ნუგზარ მეკოკიშვილთან.

ნინო უსტიაშვილი

-მე დავიბადე 1985 წლის 5 ივნისს,დავამთავრე პატარძეულის საშუალო სკოლა და როგორც ყველა ბავშვი,მეც სკოლაში 6 წლის ასაკში შევედი.ჩემთვის მხატვრობის გააზრება ნათელა გიუნაშვილის დახმარებით მოხდა,მხატვარი ჩემთვის სწორედ ამ ქალბატონთან ასოცირდება და ყოველთვის მისი შემხედვარე მეგონა,რომ ყველა მხატვარი მეგობრული,მხიარული და მოსიყვარულე იყო.სკოლის დამთავრების შემდეგ მე დაკავებული ვიყავი სპორტით და გადავწყვიტე უფრო სიღრმისეულად შემესწავლე ხელოვნება.

-დიახ,მე ჩემი პირველი ნამუშევრები კარგად მახსოვს.პირველად მე ფეხბურთელებს ვხატავდი,რადგან ძალიან მიყვარდა ფეხბურთი,თავადაც დაკავებული ვიყავი ამ სპორტით,ასევე ვხატავდი ცხოველებს,რადგან მე ძალიან მიყვარდა ცხოველები და ყველა ის ნამუშევარი რომელიც მე შევქმენი იყო შექმნილი ჩემი ბუნებიდან,ხასიეთიდან გამომდინარე.

3.-როგორც ჩვენთვის ცნობილია თქვენ ქმნით ხატებს და მუშაობთ,თუ არა სხვა მიმართულებითაც?

-ჩემი პროფესიიდან გამომდინარე,ვხატავ ხატებს,ხატები ეს არის მინიატურული და მონუმენტური მხატვრობა,მაგრამ მე ასევე ვმუშაობ ფერწერაზე,მაგალითად ვქმნი ნატურმორტებს,პორტრეტებს,მაგრამ ჩემი ასე ვთქვათ შემოქმედებითი დიდი ნაწილი,ყველაზე მეტად რაც შრომატევადია და მოითხოვს შინაგან მობილიზებას,არის ჩემი ქრისტიანული მხატვრობა,რაზეც ჩემი ენერგიის 90%-ს ვხარჯავ.

-დიახ,სულ რამდენიმე დღის წინ დავამთავრე ერთი ტაძრის მოხატვა,ასევე საბურთალოზე ვხატავ ტაძარს,რაც ჯერაც არ დამიმთავრებია. მონაწილეობა ბევრი ეკლესია-მონასტრის მოხატვის დროს მიმიღია,მაგრამ ეს ტაძრები ინდივიდუალურად,დამოუკიდებლად მოვხატე,მაგრამ ღვთისმშობლის ეკლესია მე არ მომიხატავს.

შიო მღვიმელის სახელობის ეკლაესია

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია-პატარძეული-დრეიძე, მოიხატა 2020 წლის ივნისი- ნოემბერი

-ნამუშევრის შექმნაში მე მოტივაცია მეხმარება,შეიძლება ახლა დაისვას კითხვა, რა მაძლევს მოტივაციას? ის,რომ მე ეს საქმე ძალიან მიყვარს და შეიძლება ასეთი შედარებაც კი გავაკეთო,მაგალითად თუ გადაჭარბებულად არ გამომივა,როგორც ადამიანი ვერ ძლებს უჰაეროდ,მეც არ შემიძლია მხატვრობის გარეშე.

ლიკა მეხაშიშვილი

-როგორც უკვე მოგახსენეთ,მხატვრობას ჩემი ენერგიის 90% მიაქვს,რის გამოც ფიზიკურად დრო არ მრჩება,მაგრამ ჰობი მაქვს, ვცდილობ,რომ ვიცხოვრო სპორტულად,მაგალითად ზოგჯერ ვთამაშობ ფეხბურთს და ა.შ,მაგრამ ჩემს შემოქმედებით საქმიანობას ძალიან დიდ დროსა და ენერგიას ვახარჯებ,რის გამოც სხვა ჰობი არ მაქვს.

3.-რით ხართ დაკავებული ახლა?

-ახლა ერთ ნამუშევარს ვქმნი,ხატს და მინდა გითხრათ,რომ თქვენ ახლა ამის შემსწრენი ხართ.

4.-იყვნენ,თუ არა თქვენს ცხოვრებაში,ისეთი ადამიამები,რომლებიც გეუბნებოდათ,რომ თქვენი საქმიანობა უმნიშვნელო და უსარგებლოა?

-ხელოვან ადამიანს ვერ ეტყვი,რომ მისი საქმიანობა უსარგებლოა,ამის თქმა არის ძალიან რთული,ერთი პატარა მიზეზის გამო,რადგან ჩვენ ყველანი ვართ ხელოვანი,ჩვენ ყოველივეს შეგვიძლია რაღაცის შექმნა,ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე.ჩემს ცხოვრებაში არ არსებობდნენ ადამიანები,რომლებიც ფიქრობდნენ ან მეუბნებოდნენ,რომ ჩემი საქმიანობა უსარგებლო ან უმნიშვნელო.

ქეთევან გიუნაშვილი

- ხელოვანი ადამიანი გეგმების გარეშე ვერ იქნები,ესეიგი გეგმა ტრამატული გააზრებით.გეგმა უკვე არის ის,რომ შენ ხარ დინამიკაში,შენ ხარ ძიების პროცესში, შენ აკეთებ რაღაცას,რომელიც შეიძლება შენთვის არის უცხო.ახლა მე ვემზადები გამოფენისთვის, მინდა რომ გავაკეთო პოლონეთში გამოფენა,რომელსაც შემოდგომისთვის გავაკეთებ.

-დაახლოებით 9 წლის უკან,პირველად,მე და ჩემი მეგობარი ვიყავით გერმანიაში,რაც მინდა ვთქვა,რომ როგორც ხელოვანს თავდაჯერებულობა შემძინა,რაღაცა უფრო ისეთი ახალი და საინტერესო,ასე ვთქვათ გარემო აღმართა ჩემთვის, მე ვფიქრობ, რომ ადამიანისთვის საჭიროა,ახალი დასკვნების გაკეთება,იფიქროს იმაზე თუ, რა მოუტანა ამ ყველაფერმა, სად შეიძლება წაართვას,იფიქროს თავის შემოქმედებით ცხოვრებაზე და ა.შ.

-ჩვენ ყველანი ვართ ხელოვანი ადამიანები.მე, მაგალითად ერთს ვიტყვი, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და ვიშრომოთ ძალიან ბევრი და გავუფრთხილდეთ ჩვენ შინაგან სამყაროს, ასეთია ჩემი რჩევა.

ავტორები:ნინო უსტიაშვილი,ლიკა მეხაშიშვილი და ქეთევან გიუნაშვილი ხელმძღვანელი:ნანა ნარიმანიშვილი

Get in touch

Social

© Copyright 2013 - 2024 MYDOKUMENT.COM - All rights reserved.