ჭეშმა-მცდ Flipbook PDF

ჭეშმა-მცდ
Author:  L

77 downloads 132 Views 496KB Size

Recommend Stories


Porque. PDF Created with deskpdf PDF Writer - Trial ::
Porque tu hogar empieza desde adentro. www.avilainteriores.com PDF Created with deskPDF PDF Writer - Trial :: http://www.docudesk.com Avila Interi

EMPRESAS HEADHUNTERS CHILE PDF
Get Instant Access to eBook Empresas Headhunters Chile PDF at Our Huge Library EMPRESAS HEADHUNTERS CHILE PDF ==> Download: EMPRESAS HEADHUNTERS CHIL

Story Transcript

მცდარია • ბალანსირება სხეულის 2 წერტილზე უფრო მარტივი და უსაფრთხოა, ვიდრე სხეულის 3 წერტილზე.

ჭეშმარიტია • სხეული 3 წერტილზე უფრო მყარად დგას, ვიდრე ორზე, ამდენად, ბალანსირება 3 წერტილზე უფრო მარტივი და უსაფრთხოა.

მცდარი • მესამე კლასის მოსწავლე რბენით თავისუფლად ფარავს 60 მეტრის დისტანციას 7 წუთში, რბენის მაქსიმალური ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 8 წუთს, ვინაიდან 8 წუთის შემდეგ ბავშვი იღლება.

ჭეშმარიტი • მესამე კლასის მოსწავლე რბენით თავისუფლად ფარავს 60 მეტრის დისტანციას 3 წუთში, რბენის მაქსიმალური ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს, ვინაიდან 5 წუთის შემდეგ ბავშვი იღლება.

მცდარი • დაწყებით საფეხურზე წვრილი და მსხვილი მოტორიკის განვითარება თანაბრად მიმდინარეობს და 11-12 წლის ასაკისათვის სრულდება.

ჭეშმარიტი • დაწყებით საფეხურზე წვრილი და მსხვილი მოტორიკის განვითარება არათანაბრად მიმდინარეობს. 11-12 წლის ასკში სრულდება მხოლოდ წვრილი მოტორიკის განვითარება, მსხვილი მოტორიკის განვითარება გრძელდება.

მცდარი • ვარჯიში „სიმაღლიდან ვარდნილი საგნის დაჭერა“ რეკომენდებულია საყრდენმამოძრავებელი უნარებისა და მოქნილობის თვისების განვითარების ხელშეწყობისათვის.

ჭეშმარიტი • ვარჯიში ,,სიმაღლიდან ვარდნილი საგნის დაჭერა“ რეკომენდებულია მანიპულაციური უნარის (დაჭერა), აგრეთვე თვლისა და ხელის კოორდინაციის უნარის განვითარებისთვის

მცდარი • მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის ქნევითი ვარჯიშის ტექნიკას და აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ქნევით ვარჯიშებს მიეკუთვნება ყველა დინამიკური ვარჯიში, რომელიც სრულდება სატანვარჯიშო იარაღებზე ძალით ბჯენიდან კიდში გადასვლით და გაქნევით, მთლიანი წრის შეკვრით

ჭეშმარიტი • ქნევით ვარჯიშებს მიეკუთვნება ყველა დინამიკური ვარჯიში, რომელიც სრულდება სატანვარჯიშო იარაღებზე გაქნევით, მთლიანი ან ნაწილობრივ წრის შეკვრით.

მცდარი • რეკომენდებულია, რომ საწყის ეტაპზე ტყორცნის და დაჭერის ტექნიკა ვასწავლოთ ერთდროულად და მოსწავლეები ვავარჯიშოთ წყვილებში - ერთი ტყორცნის და სწავლობს ტყორცნას, მეორე იჭერს და სწავლობს დაჭერას.

ჭეშმარიტი • ტყორცნის და დაჭერის ტექნიკის სწავლება პირველ ეტაპზე არ არის რეკომენდებული ერთდროულად, ასევე არ არის რეკომენდებული წყვილებში ვარჯიში.

მცდარი

ჭეშმარიტი • საშუალო ინტენსივობის დატვირთვის დროს 12 წლის მოსწავლის გულისცემის სიხშირის მაჩვენებელი უნდა მერყეობდეს „მაქსიმალური გულისცემის სიხშირის“ მაჩვენებლის 50-70 %-ს შორის

მცდარი • მოსწავლე ასრულებს ბეჭყირას, მასწავლებელი ერთი ხელით იჭერს მოსწავლეს წელის არეში სხეულის ვერტიკალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად და აზღვევს წინიდან.

ჭეშმარიტი • მოსწავლე ასრულებს ბეჭყირას. მასწავლებელი ერთი ხელით იჭერს მოსწავლეს წელის არეში, სხეულის ვერტიკალურ მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის და აზღვევს გვერდიდან.

მცდარი • ყველა სახის კიდი და ბჯენი, რომელიც წონასწორობის შენარჩუნებასთან არის დაკავშირებული, მიეკუთვნება დინამიკურ ვარჯიშებს.

ჭეშმარიტი • მიეკუთვნება სტატიკურ ვარჯიშებს.

ჭეშმარიტი • მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ღერძზე ვარჯიშის შესრულების ინსტრუქციას და უხსნის, რომ ღერძზე ვარჯიშები სრულდება მხოლოდ კიდში.

ჭეშმარიტი • მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს უკუკოტრიალის შესრულების ინსტრუქციას: წინგამართული ფეხებით ჯდომში წინზნექი წინმკლავით, შემდეგ სრულდება ფეხებისა და მკლავების მძლავრად ზეაქნევი, თავს უკან ხელებზე (ნებებზე) დაბჯენით უკუკოტრიალი, ბუქნბჯენი.

მცდარი • სპორტულ მოედანზე, მაღალი ძაბვის ელექტროსადენთან შეხებით, მოსწავლემ მიიღო ძლიერი ელექტროტრავმა. მასწავლებელმა იმოქმედა შემდეგი თანმიმდევრობით: 1. გადმოიყვანა დაზარალებული ტანვარჯიშულ ლეიბზე; 2. შეუმოწმა პულსი და სუნთქვა; 3. გამოიძახა სპეციალიზირებული სამსახური და სასწრაფო დახმარება.

ჭეშმარიტი • პირველი ქმედება უნდა იყოს დენის წყაროს გამორთვა, ან დაზარალებულის მოცილება შემთხვევის ადგილიდან დენის გაუმტარი საშუალებების (რეზინა, ხე) გამოყენებით

მცდარი • მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ხიდის შესრულების ინსტრუქციას: ხიდის შესრულების დროს წონასწორობის შესანარჩუნებლად აუცილებელია სხეულის სიმძიმის გადანაწილება ზედა კიდურებზე.

ჭეშმარიტი • ხიდის შესრულების დროს წონასწორობის შესანარჩუნებლად აუცილებელია სხეულის სიმძიმის გადანაწილება ქვედა კიდურებზე.

მცდარი • მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის წონასწორობის ვარჯიშის «მერცხალა»-ს შესრულების ტექნიკას და აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ტანი ვერტიკალურ მდგომარეობაში, წინმკლავი, მუხლები და ცერები დაჭიმული, ერთი ფეხი უკან აწეული მაქსიმალურად ზევით. დგომი ერთი ფეხის ტერფზე დაყრდნობით.

ჭეშმარიტი • მოცემული ვარჯიშის შესრულების დროს, მოსწავლეს ხელები უნდა ეჭიროს განმკლავის პოზიციაში.

მცდარი • მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს წინკოტრიალის შესრულების ინსტრუქციას: წინკოტრიალი მთელი ტანის წინ გადატრიალებით შესრულებული წრიული მოძრაობაა, იატაკს უნდა შეეხოთ შემდეგი თანმიმდევრობით: ხელები, ბეჭები, კისერი, თავი, ტანის სხვა ნაწილები, მხარი.

ჭეშმარიტი • ხელები, თავი, კეფა (კისერი), მხრები, ბეჭები, სხეულის სხვა ნაწილები

მცდარი • 14 წლის ვაჟისთვის გულისცემის სიხშირის მაქსიმალური მაჩვენებელი არის 190 დარტყმა წუთში.

ჭეშმარიტი • 206

მცდარი • მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის წინკოტრიალის ტექნიკას და აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: ბუქნბჯენი, ხელფეხდაკრეფით კოტრიალი, ხელების დაბჯენით წინ გადაგორება, ბუქნბჯენი.

ჭეშმარიტი • სწორია შემდეგი ინსტრუქცია: ბუქნბჯენი, ხელების დაბჯენით წინ გადაგორება, ხელფეხდაკრეფით კოტრიალი, ბუქნბჯენი.

მცდარი • მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ბჯენითი ხტომის ,,მუხლშეხტომით’’ შესრულების ინსტრუქციას ხარიხაზე ან ტაიჭზე. ვარჯიში სრულდება შემდეგი თანმიმდევრობით: გამორბენით შეხტომი მუხლებზე ხელების ზეაქნევით, ტანის გამართვით ჩამოხტომი, მწვრთნელის დახმარებისა და დაზღვევის გარეშე.

ჭეშმარიტი • ვარჯიში სრულდებამწვრთნელის დახმარებით და დაზღვევით.

მცდარი • მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ბურთის ფეხით ტარების ილეთის შესრულების ინსტრუქციას: ბურთის ტარება ტერფის შემაღლების შიდა ნაწილით, მიმართულებისა და სიჩქარის უცვლელად, მოძრავ პარტნიორებს შორის.

ჭეშმარიტი • ბურთის ტარება ტერფის შიდა და გარე ნაწილებით, მიმრთულებისა და სიჩქარის ცვლით, მოძრავ პარტნიორებს შორის.

მცდარი • . მოსწავლეს აქვს შაქრიანი დიაბეტი, სპორტის გაკვეთილზე განუვითარდა ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დონის მკვეთრი დაქვეითება), დახმარების მიზნით მასწავლებელი ახორციელებს შემდეგ ქმედებებს: სთავაზობს მას შეჭამოს პური და აძლევს ვარჯიშის გაგრძელების შესაძლებლობას

ჭეშმარიტი • პირველად უნდა შესთავაზოს შაქარი, ან კანფეტი, ან ტკბილი წვენი და სხვა (მარტივი ნახშირწყალი), შემდეგ პური ან ნამცხვარი (რთული ნახშირწყალი) და ვარჯიში უნდა შეწყდეს.

მცდარი • მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ხიდის შესრულების ინსტრუქციას: ხიდი სრულდება საწყისი მდგომარეობიდან: განფეხშლით დგომი, ზემკლავი უკუზნექით, მენჯის წინ წაწევით ხელების იატაკამდე შეხებით; სხეულის სიმძიმე გადატანილია ზედა კიდურებზე.

ჭეშმარიტი • ვიწრო ფეხშლით, ზემკლავი უკუზნექით, მენჯის წინ წაწევით, ხელების იატაკამდე შეხებით, სხეულის სიმძიმე გადატანილია ქვედა კიდურებზე.

მცდარი

ჭეშმარიტი

Get in touch

Social

© Copyright 2013 - 2024 MYDOKUMENT.COM - All rights reserved.