Data Loading...
ვეფხისტყაოსანი Flipbook PDF
საბა დათო და მოღალატე ალექსანდრე
115 Views
109 Downloads
FLIP PDF 1.03MB
მოგესალმებით • პრეზენტატორები: •
საბა ღრუბელაძე
106 საჯარო სკოლა
5⁷ კლასი
• დავით ღუღუნიშვილი • ალექსანდრე ვაჭარაძე
შოთა რუსთაველი და მისი პოემა ვეფხისტყაოსანი
გეგმა 1)მიმოიხილე ეპოქა 2)აღნიშნე ხელნაწერთა რაოდენობა და შენახვის ადგილი 3)დაურთე ინფორმაცია პოეტის პორტრეტებისა და პოემის დასურათების შესახებ 4)გამოიყენე საკუთარი დასკვნა სტროფებსა და მარცვლების რაოდენობის შესახებ და დაკვირვება გარითმულ სიტყვებზე 5)დაურთე თვალსახინოება და წარადგინე კლასის წინაშე
1)მიმოიხილე ეპოქა • რუსთველის “ვეფხისტყაოსნის” შესწავლას საფუძველი XVIII საუკუნის 10-იანი წლებიდან ჩაეყარა, როდესაც 1712 წელს თბილისში, ვახტანგ მეექვსის მიერ დაარსებულ სტამბაში, გამოვიდა “ვეფხისტყაოსნის” პირველი ბეჭდური გამოცემა. დღეს უკვე ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ ვახტანგმა კრიტიკულად დაადგინა ტექსტი, გაცხრილა ის ინტერპოლატორთა ჩანართებისა და გაგრძელებებისაგან და დაურთო ვრცელი თარგმანი, ანუ კომენტარები. ტექსტის შინაარსობრივ-იდეური ინტერპრეტაციის გარდა (სწორედ ვახტანგ მეექვსემ ჩაუყარა საფუძველი “ვეფხისტყაოსნის” შინაარსის რელიგიურ-მისტიკურ განმარტებას), თარგმანში განხილულია რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვანი ისტორიულ-ლიტერატურული საკითხი. ასე რომ, ვახტანგისეული “ვეფხისტყაოსანი” შეიძლება მივიჩნიოთ რუსთველის პოემის პირველ მეცნიერულ-კრიტიკულ გამოცემად.
2)აღნიშნე ხელნაწერთა რაოდენობა და შენახვის ადგილი • ჩვენამდე 164 ხელნაწერია მოღწეული, მათ შორის არის ფრაგმენტებიც. მათგან 110-მდე ნუსხა და 30-მდე მინაწერის შემცველი სხვა ხელნაწერი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. დანარჩენი ნუსხები დაცულია საქართველოსა და საზღვარგარეთის სხვადასხვა სიძველეთსაცავში: ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლეს ბიბლიოთეკა, საფრანგეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა (პარიზი), ჰარვარდის უნივერსიტეტის ჰოუგტონის ბიბლიოთეკა, რუსეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა (სანკტ პეტერბურგი) და ა.შ.,,ვეფხისტყაოსნის” ზოგიერთი ხელნაწერი ნუსხა გაფორმებულია მდიდრული ორნამენტებითა და მინიატიურებით, სხვადასხვა მხატვრის მიერ შექმნილია ილუსტრაციები.უძველესი სრული ხელნაწერი ეკუთვნის მამუკა თავაქალაშვილს და 1646 წლით თარიღდება. თავაქალაშვილისეულ ,,ვეფხისტყაოსნის” ნუსხას წინ უსწრებს რამდენიმე ფრაგმენტი, მათ შორის მათ შორის XIV, XV და XVI საუკუნეების მინაწერები
ილუსტრატორები • პოემა გამოირჩევა ცნობილი მხატვრების მიერ შესრულებული ილუსტრაციებითაც. პოემის უძველესი სრული ხელნაწერი ეკუთვნის მამუკა თავაქალაშვილს და 1646 წლით თარიღდება. ერთ-ერთი პირველი ილუსტრაციის ავტორიც ისაა. • უნგრელი მხატვარი მიხაი ზიჩი (1827-1906) ცნობილ ტილოებთან ერთად ასურათებდა წიგნებს. 1881წელს ზიჩი თბილისში ჩამოვიდა და ინტელიგენციის თხოვნით დაიწყო "ვეფხიტყაოსნის" ილუსტრაციებზე მუშაობა. შეუკვეთეს 14 სურათი, მან შექმნა 34. გამოცემისთვის შეირჩა 27. • პოემისთვის ილუსტრაციები შეადგინა ცნობილმა ქართველმა მხატვარმა ლადო გუდიაშვილმაც. მან ი • ლუსტრაციები შეასრულა 1963 წელს გამოცემული საიუბილეო"ვეფხისტყაოსნისთვის„ • 1937 წელს "ვეფხისტყაოსნის" საიუბილეო გამოცემისთვის შექმნა ილუსტრაციები სერგო ქობულაძემაც.
სტროფები და მარცვლები
ვეფხისტყაოსნის თითოეულ სტროფში 4 კარედი და 16 მარცვალია. მათი საზღვარი ზუსტად სიტყვების გასაყარზე მოდის. ეს დაყოფა ნახევარკარედებში ორგვარია: 4/4 – სიმეტრიული და 5//3, ან 3//5 – ასიმეტრიული. პირველს მაღალი შაირი ეწოდ ება, მეორეს– დაბალი, თითოეული სტრიქონი ორი ნაწილისაგან შედგება. ვუწოდოთ მათ ნახევარსტრიქონები. ეს უკანასკნელები 8 მარცვლისაგან შედგება. საინტერესოა, რომ არა გვაქვს შემთხვევა, როცა სიტყვის ნაწილი ერთ-ერთ ნახევარსტრიქონშია, მეორე-მეორეში. თითოეულ ნახევარსტრიქონში ორ-ორი სიტყვაა-სამმარცვლიანი და ხუთმარცვლიანი. თუ შევეცდბით და 8-ს ოქროს კვეთის პროპორციით გავყოფთ, მიახლოებით 3 და 5-ს მივიღებთ.
მადლობა ყურადღებისთვი